რეზონანსი
30.09.2024

"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება - თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს განცხადებას, რომელის თქმითაც, მისი შვილი ქეთევან გორჯესტანი ხმის მიცემას პარიზში შეძლებს: 

"თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენს გვარს, ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×