რეზონანსი
30.09.2024

ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია შეიძლება რამდენიმე საათში დაიწყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

WP-ის ცნობით, სახმელეთო ოპერაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის 2006 წლის ომზე უფრო მცირე მასშტაბის იქნება და აქცენტი სასაზღვრო დასახლებების უსაფრთხოებაზე გაკეთდება.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება.

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება. ეს უსაფრთხოების სიტუაციის შეცვლის მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში დაბრუნების მნიშვნელოვანი მისიის დასრულების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×