რეზონანსი
30.09.2024

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-ელ და 3 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×