რეზონანსი
30.09.2024

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა არ ყოფილა, შესაბამისად, უცნობია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება.

სარჩელის ავტორი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დავალება შეასრულა.

დღეს ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს აქ, 28-ე დარბაზში სალომე სამხარაძემ, რომელიც არის მურუსიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდ სწორედ იმ ნიშნით, რომ მურუსიძის თანაშემწეა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება. გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ყველა შტო ხელისუფლების აკეთებს წარმოუდგენელ საქმეებს იმისთვის, რომ სქართველოს მქოალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის დროებითი. 26 ოქტომბრეს ესენი ძალიან მძიმედ დაასრულებენ, - ამბობს კორძაია. 

საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ ორი სარჩელი უნდა განიხილოს. სამივე სარჩელის განხილვა სამ სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, თუმცა არასამთავრობოს სექტორიც და ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანს ახლა ემიგრანტების ხმების დაკარგვა წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×