რეზონანსი
30.09.2024

ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება" ჰეზბოლამ" ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია. იგი 60 წლისაა. ის ჰეზბოლას ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო ფინანსურ საკითხებს განაგებდა. ად-დინი აშშ-ს ძებნილ ტერორისტთა სიაშია 2017 წლიდან.

დედის მხრიდან, ალ-დინი ჰეზბოლას უკვე ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილი და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ქვედანაყოფის, ქასემ სოლეიმანის სიძეა. სოლეიმანი 2020 წლის დასაწყისში ერაყში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას მოკლეს, ნასრალა კი 27 სექტემბერს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ, ბეირუთში,  "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×