რეზონანსი
29.09.2024

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად დასახელებისთვის.

"მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს იმ დიდი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის, რომლის შესახებაც დღეს თქვენთვის გახდა ცნობილი. ჩემი მოტივაცია განისაზღვრა ჩვენი მომავლის საკითხით - დარჩება თუ გაქრება ქართული სახელმწიფო და რა როლი უნდა შევასრულოთ ამ საქმეში დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში დაბადებულმა ახალმა ქართულმა თაობამ. ის, რომ „ქართული ოცნება" მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის შვილების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გაიგო, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში" , - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×