რეზონანსი
29.09.2024

მერაბ დვალიშვილი გულემატკვრებს შეხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილები UFC-ის ჩემპიონს სასიხარულო შეძახილებით შეხვდნენ. ისმოდა მადლობებიც. 

"ამ გრძნობას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად აღვნიშნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორ სამშობლოში!, - თქვა დვალიშვილმა ხალხში გამოსვლისას.

ლას ვეგასის არენაზე მიღწეულ წარმატებას UFC-ის მებრძოლი ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს. ზუსტად 18:00 საათზე დვალიშვილი ფილარმონიასთან მივა. სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც მისმა ქართველმა მხარდამჭერებმა შონ ომალისთან მოგებული ორთაბრძოლა იზეიმეს.

თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×