რეზონანსი
29.09.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას რომ მოსკოვი მზად არის თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმაროს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევის თქმით, მათი პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესახებ "ცნობილი, არაერთხელ გაჟღერებული" და ისეთივე ცხადია, როგორც რუსეთის ფედერაციის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, რომელიც "უცვლელი რჩება".

"ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა,  ქართველი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ განცხადებებს შერიგების შესახებ კომენტირებისას, აღნიშნა, რომ ეს „ეს თავად ქვეყნების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია." - განაცხადა ჯიოევმა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შეთანხმების მიღწევას.

"ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას", -  აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×