რეზონანსი
29.09.2024

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა. ჯაფარიძის თქმით, ხალხი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გამარჯვებისთვის ემზადება. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი ცხადია და ის ევროპული მომავალია. 

ახლა ვიმყოფებით დიდ დიღომში, ვხვდებით მოსახლეობას, უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, განწყობა არის მართლაც საოცარი, ადამიანები გამარჯვებისთვის ემზადებიან, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებისთვის ემზადებიან და დიახ, ქართველი ხალხი, თბილისელები ირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და 26 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რუსული მმართველობა, რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შევიყვანთ ევროკავშირში, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×