რეზონანსი
29.09.2024

ჩრდილოეთ კორეა აფართოებს იმ დანაშაულების სიას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ foxnews-ი Yonhap News Agency-ზე დაყრდნობით წერს.

კიმ ჩენ ინის რეჟიმმა 11-დან 16-მდე გაზარდა იმ დანაშაულთა სია, რომლის ჩადენის გამოც ადამიანებს სიკვდილით დასჯიან. მათ შორისაა ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და აგიტაცია, იარაღის უკანონო წარმოება და უკანონო გამოყენება.

2020 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეული მედიის მოხმარება და გავრცელება სიკვდილით ისჯება მისი „რეაქციული“ და „კონტრრევოლუციური“ ასოციაციების გამო.

სხვა "რეაქციული" ქცევები, რომლებიც დასჯადია, მოიცავს საზღვარგარეთულ მოდას, როგორიცაა თეთრი საქორწილო კაბები, ლურჯი ჯინსი ან სათვალე. წერილობით კომუნიკაციებში ასევე აკრძალულია სამხრეთ კორეული ჟარგონების გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×