|

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე ბაიდენის ადმინისტრაციის უარს ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ. ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ პრობლემა "ქართულ ოცნებასა" და ივანიშვილშია. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებებს შედეგებიც შესაბამისი მოჰყვება. ამის შესახებ დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია, რომ გავაგზავნოთ ისაა, რომ დავასანქციროთ ივანიშვილი, კობახიძე და ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს იმ მიმართულებას, საითაც ახლა ქვეყანა მიჰყავთ. სანქციებში ვგულისხმობ მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს და მათი აქტივების გაყინვას. ეს მათთვის ყველაზე ნათელი და ხმამაღალი გზავნილი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამერიკა ასეც მოიქცევა. როგორც მე მესმის, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი ჯერჯერობით ამას აყოვნებს და დანარჩენი ადმინისტრაცია მზად არის ამ სანქციებისთვის. არ მესმის რატომ აყოვნებენ სანქციების აღსრულებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეფერხება მოგვარდება და ამერიკის მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს." - განაცხადა დევიდ კრამერმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|