რეზონანსი
28.09.2024

ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ერთი თვის განმავლობაში მოერიდონ ისრაელის და ლიბანის საჰაერო სივრცეში შესვლას.

რეკომენდაცია 31 ოქტომბრამდეა გაცემული.

„სააგენტო დააკვირდება არსებულ ვითარებას და შეაფასებს რისკებს, რის შემდეგაც გავცემთ კიდევ ერთ რეკომენდაციას", - განაცხადეს სააგენტოში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაციის გავცელების შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×