რეზონანსი
28.09.2024

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის გამოეხმაურა ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ იერიშებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მიაღწიოს, მაგრამ ამაოდ.

„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე", - ციტირებს BBC ბორელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×