რეზონანსი
28.09.2024

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.

„ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას" სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის სამხრეთის ფრონტის მეთაურის.

ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას" ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში. მედიის ცნობით, „ჰეზბოლას" შტაბბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×