რეზონანსი
28.09.2024

კლინიკა “ბაუდან” ექიმებმა პაციენტი ეტლით გამოიყვანეს და ქუჩაში, ტროტუარზე დატოვეს. ფაქტის თვითმხილველი ათამდე ადამიანი გახდა. მოქალაქეებმა ექიმებისა და დაცვის თანამშრომლების ქმედება გააპროტესტეს, თუმცა მათი მოთხოვნა უშედეგო აღმოჩნდა.

“ძაღლს არ ექცევიან ასე, რას აკეთებთ, ნაავარიები ცხოველი მიჰყავთ კლინიკაში და მკურნალობენ, თქვენ კი ადამიანს როგორ ექცევით. რატომ დააგდეთ ტროტუარზე,” – უთხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ კლინიკის წარმომადგენლებს.

“დავიღალეთ ამის მოვლით, არაჰიგიენური ადამიანია და სხვა პაციენტებს აწუხებს. ქუჩაში გაგდება დირექტორთან შეთანხმებულია” – განუცხადა ექიმმა შემთხვევის ადგილზე შეკრებილებს. 

კლინიკა “ბაუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "აჭარათაიმსს" უთხრეს, რომ ქუჩაში “ბომჟი” გააგდეს.

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კაცი მოგვიანებით, საავადმყოფოს მიმდებარედ განთავსებულ რკინის სკამზე დაწვა.

აჭარათაიმსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×