რეზონანსი
27.09.2024

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და „რესპუბლიკური" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ზელენსკისთან და პუტინთან.

„ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებთ [საპრეზიდენტო არჩევნებში], ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ ამას [უკრაინაში მიმდინარე ომს]", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თავის სტრატეგიას უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად კაპიტულაციად არ მიიჩნევს.

„ეს არ არის კაპიტულაცია. ჩემი სტრატეგია სიცოცხლის გადარჩენაა. სიცოცხლის გადარჩენა მინდა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×