რეზონანსი
27.09.2024

ევროპა თვითმკვლელობის გზას ადგას და თან ეს ძალიან სწრაფად ხდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც შეფერხებები, აკრძალვები და სანქციები მოქმედებაშია, ყველა ზარალდება ეკონომიკური დინამიკის თვალსაზრისით, რადგან ახლა ევროპული ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება.

„ყველა განათლებული ევროპელი ეკონომისტი თანხმდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ მსოფლიო ეკონომიკის დაყოფა, ევროპელი ხალხი და ევროპული ეკონომიკა არასწორი გზით მიჰყავთ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×