რეზონანსი
27.09.2024

რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე" დიდი საქმე არავის გაუკეთებია - ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება, - ეს შეფასება მედიასთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ბრეგაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მართვის მეთოდები საბჭოური მეთოდები იყო.

"როდესაც ვინმე „კაგებეს" მეთოდებზე და რუსეთთან კავშირზე საუბრობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ მძინარე ცხინვალის დაბომბვა ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები დაგვეცვა, მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.

იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ, რომელიც საქართველომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს სტრასბურგის სასამართლოში მოიპოვა, ყველას შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×