რეზონანსი
27.09.2024

"ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ბაიდენის მიერ გაუქმებულ მიწვევას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ მიღებას 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა შორის ძალიან ბევრი ავტორიტარულ ქვეყნას წარმოადგენდა.

"ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

რაც შეეხება, ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს, რაც იყო, ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის, კონსტიტუციით გაფორმებული ავტორიტარული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არც ერთს არ დავასახელებ. ავტორიტარულ ქვეყანას იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×