რეზონანსი
26.09.2024

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიას სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ნახიჩევანის ავტონონომიური რესპუბლიკის მიმართულებაზე მოხდა.

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის დანაყოფმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთს ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა შესთავაზა ბაქოს, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, რაზეც აზერბაიჯანს ჯერ არ უპასუხია", - აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×