რეზონანსი
26.09.2024

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთის სამხრეთ უბნები გახდა.

აფეთქებები მოხდა დაჰიეს უბანში, სადაც „ჰეზბოლას“ პოზიციები ძლიერია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმები, რომელთა სამიზნე „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური იყო.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ქვეყნის სამხრეთ რაიონების დაბომბვას. ტვიროსის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

ისრაელის დაბომბვის გამო ლიბანიდან სირიაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ლიბან-სირიის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელსაც ისრაელის მტკიცებით, „ჰეზბოლა“ იარაღის შესატანად იყენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×