რეზონანსი
25.09.2024

დღეს საღამოს გორში გამართულ თონისძიებაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რომ ის მხარს უჭერს პარტიას „ძლიერი საქართველო“  და გეგმავს მასთან თანამშრომლობას  ოქტო.ბრის არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად.   მანვე აღნიშნა, რომ ის არ იქნება პარტიის სიაში, მაგრამ  ხაზი გაუსვა პარტიის  საქმიანობის მხარდაჭერას.

"მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ. თუ მკითხავთ, მე კანონებთან მიმართებით უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული და მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეამაყებით და ვგრძნობ გამარჯვების ამ ემოციას. არა წარმატების, არამედ გამარჯვების, იმიტომ, რომ გამარჯვება არის ის, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×