რეზონანსი
25.09.2024

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონვერტზე, რომელშიც ტყვია იყო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მისამართი იყო მითითებული და მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გადაეცა", - აცხადებს სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახური.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კონვერტში ტყვია დილით, ფოსტის შემოწმებისას იპოვეს.

სამართალდამცავებმა კონვერტის გამგზავნის ვინაობა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

შეგახსენებთ, 15 მაისს შეიარაღებულმა მამაკაცმა რობერტ ფიცოს 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×