რეზონანსი
24.09.2024

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დამამცირებლად მიიჩნევს იმას, რომ ქვეყანა "შუშის კოლბიდან" იმართება.

მელია არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ისტორიული შანსი, როცა ერთი რიგითი კალენდარული დღე აგვარებს პრობლემებს.

სახელმწიფო შუშის კოლბიდან არ უნდა იმარტებოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შუშის კოლბა და დადის, დამამცირებელია ეს ყვლაფერი. ჩვენ გვჭირდება განცდა, რომ ეს ქვეყანა და მოქალაქეები განვითარდებიან.

ისტორიულია ის შანსი, რომელიც ამ წყება პრობლემებს, რომლებიც ჩამოვთავლეთ, აგვარებს ერთი რიგითი კალენდარული დღე, რომელიც ბუნებრივია, რიგითი ვეღარ არის.

26 ოქტომბერს არა უბრალოდ გავიმარჯვებთ, არამედ ყველას პრობლემა მოგვარდება ", - განაცხადა მელიამ "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×