|

2024 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა.
მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართელოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან, ქ. სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად შუა დერეფნის გავლით ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|