რეზონანსი
24.09.2024

მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79- ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

"თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს", - აცხადებს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×