რეზონანსი
24.09.2024

სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, მდინარე ოდრასთან მდებარე კიდევ ერთი სოფელი დაიტბორა. ამის შესახებ RMF24 იტყობინება.

ამავე ცნობით, შუადღის მდგომარეობით 70-მდე სახლი დაიტბორა. პოლონეთში წყლის დონის მატებას არ გამორიცხავენ. 

გასულ კვირას პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში მასიური წყალდიდობის შედეგად ათობით ქალაქი და სოფელი აზარალდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული იყო 23 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის სამხედრო ქიმიკოსთა ჯგუფები ტერიტორიის დეზინფექციისთვის.

გარდა პოლონეთისა, წყალდიდობას ებრძოდნენ უნგრეთშიც. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×