რეზონანსი
24.09.2024

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო:

„ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, რომელიც სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს. დანარჩენ ვირუსებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა არ გვაქვს. უბრალოდ, არის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა ვირუსული ინფექციის, როგორც ზოგადად არის ხოლმე. ამჟამად, განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაქვს.

რაც შეეხება კორონავირუსს, კოვიდი არის, ზაფხულშიც იყო შემთხვევები და ახლაც საკმაოდ ბევრია,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×