რეზონანსი
24.09.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აფასებს გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შედგა. კობახიძის განცხადებით, მასსა და ანტონიო გუტიერეშს შორის ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა:

„გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.

მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების იმ ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×