რეზონანსი
23.09.2024

რა არ გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქალების, ვინც აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, ყველას ახსოვს „გაშავების“ კამპანიები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, განცხადებები, რომ ოპოზიციონერებმა სახე დაკარგეს. სამნიძის განცხადებითვე, ისინი სახესაც დაკარგავენ და მთელ ენერგიას მიმართავენ ევროპული მონაპოვრის შენარჩუნებისათვის.

„ყველას გვახსოვს „გაშავების“ კამპანია ელენეს [ხოშტარია] წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, ქალების წინააღმდეგ. რა არ თქვეს ჩვენზე - სახე დაკარგეს და ა.შ. კი, სახესაც დავკარგავთ და ყველა ჩვენს ენერგიას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ წაგვართვან ჩვენი ევროპული მონაპოვარი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×