რეზონანსი
23.09.2024

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ არ უჭერს მხარს, უკრაინამ გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის აწინ განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მისთვის სავსებით გასაგებია, მათ შორის არის ის, რომ გერმანია არ გააუქმებს შეზღუდვებს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.

„ეს არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები“, – თქვა კანცლერმა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანია უკრაინას შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღს არ მიაწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×