რეზონანსი
23.09.2024

„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს , - ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის იმ პირების IP მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გადაცემა შეიძლება მოხდეს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას არღვევენ“, - განაცხადა დუროვმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პლატფორმის პირობებს არღვევენ და არალეგალურ საქონელს ყიდიან, „ტელეგრამის“ ძიების ფუნქციას ბოროტად იყენებენ.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოები მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, პლატფორმის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×