|

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება.
„ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|