|

საბოლოო ჯამში, გახარია „ნაცმოძრაობასთან" ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მიერ „ქართულ ქარტიაზე" ხელის მოწერის შესახებ.
„ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანი ფრონტი ჰქონდეს ერთიანი ქუდის ქვეშ. ტყუილია, რაც ბოლო წლებში ვიხილეთ - ვითომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ ცალკე მოქმედი პოლიტიკური პარტიები. სინამდვილეში, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და განაყოფები. ადრე თუ გვიან ყველა იმ ადგილზე მივა, საიდანაც გამოვიდნენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|