რეზონანსი
23.09.2024

ცდილობენ, უვიზო მიმოსვლის საკითხი სპეკულაციების საგანი იყოს, ე.წ. არასამთავრობო სექტორის მხრიდან ასეთი ნაბიჯების მიზანია, ნებისმიერ ფასად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირში ასე მარტივად არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებს ეხებათ.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი შრომისა და რეფორმის შედეგად მოიპოვა. მაშინაც კი ამ პროცესში ქართული ოპოზიცია გამალებული მუშაობდა, რათა საქართველოს არ მიეღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ახლა, როდესაც ამდენი წელიწადია, საქართველოს მოქალაქეები ამ სიკეთით სარგებლობენ, ცდილობენ და ყველანაირ ძალ-ღონეს იყენებენ, რათა ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყოს. მჯერა, ევროკავშირში ასე მარტივად არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებს ეხებათ, თუმცა თავად საქართველოს ე.წ. არასამთავრობო სექტორის მხრიდან ასეთი ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა ერთადერთი მიზანია, ნებისმიერ ფასად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები და, ამ შემთხვევაში, ფასი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×