რეზონანსი
23.09.2024

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის შანტაჟი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია.

“მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს არის შანტაჟი. როდესაც ვსაუბრობ უცხოეთის ჩარევაზე, სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს. არ უარყოფენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რომ რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნები, გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები”, - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×