რეზონანსი
22.09.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.

მისი თქმით, სამშვიდობო სამიტს არაფერი აქვს საერთო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან. მან სამიტს "ანგლოსაქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება" უწოდა.

"ე.წ. მეორე სამიტი იგივე მიზანს ისახავს: გაათრიოს ზელენსკის აბსოლუტურად არასახარბიელო ფორმულა, როგორც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო საფუძველი. მოიპოვოს მისთვის მსოფლიო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და მისი სახელით რუსეთს კაპიტულაციის თაობაზე ულტიმატუმი წაუყენოს", - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

ამავდროულად, ზახაროვამ დასძინა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს " სერიოზულ წინადადებებზე”, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×