რეზონანსი
22.09.2024

საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც აეროპორტ "მაკედონიაში" პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

საბრალდებო დასკვნის მონაცემებით, შემთხვევა გასულ სამშაბათს მოხდა. პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 30 წლის მამაკაცი აეროპორტ "მაკედონიაში" საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მიზნით მივიდა, სადაც დადგინდა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა, სწორედ ამ დროს გახდა მამაკაცი აგრესიული და პოლიციას დაუპირისპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×