რეზონანსი
22.09.2024

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 21 სექტემბრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი  $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 385-ე ადგილს იკავებს, წლის დასაწყისიდან $900 მილიონით გამდიდრდა, რაც მისი ქონების 13.7%-ით ზრდაა.

ბლუმბერგის თანახმად სექტემბრის თვეში ივანიშვილის ქონებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა, თვის დასაწყისში მისი ქონება $7.45მილიარდს შეადგენდა,  10 სექტემბერს კი $7.2მილიარდამდე შემცირდა, $7.4-მილიარდამდე გაიზარდა 20 სექტემბერს, 21 სექტემბრისთვის კი ერთბაშად 100 მილიონით მოიმატა და ამჟამად $7.50 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. შეფასების დაწყებისას ივანიშვილის ქონების სავარაუდო მოცულობად 6.4 მილიარდი დოლარი იყო მითითებული. შემდეგ წლებში კი 5-6 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა. 

Forbes-ის რეიტინგში ცვლილებები არ განხორციელებულა და ივანიშვილის ქონება როგორც 2023, ისე 2024 წლისთვის $4.9 მილიარდად არის შეფასებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×