
საკრებულოს დეპუტატები იპოდრომთან ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ. "ლელოს", "ახლების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ წუთებში მოსახლეობას ხვდებიან და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე არ განადგურდეს.
ეს ის ადგილია, სადაც "ოცნება" ცეnტრალური პარკის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა, გაასხვისეს და ახლა იქ სამშენებლო პოლიგონის მოწყობას გეგმავს.
ივანიშვილი, კალაძე და მათთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფები ვისოლის და ფხაკაძეების სახით გეგმავენ, ქალაქში ერთ-ერთი უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცის განადგურებას. ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც დაგგემილია, რომ 77 სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენდეს ამ ტერიტორიაზე და გაანადგუროს ეს ტყე, რომელიც არის. ეს არის გაგრძელება იმ ურბანული გენოციდის, რომელიც მიმდინარეობს თბილისში უკვე დიდი ხანია, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი საბა ბუაძე.
უკვე თვეებია ადგილობრივები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მათი ხმა ხელისუფლებას არ ესმის, ამიტომ საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.
ყველა ძალიან დიდი შიშით აკვირდება პროცესებს, იმიტომ, რომ რეალურად, ყველას წარმოდგენილი გვქონდა, რომ მტელ ტერიტორიაზე იყო აქ ცენტრალური პარკის მოწყობის დაპირება. სამწუხაროდ, პროცესები ისე გავითარდა, რომ ყველაზე ღირებული ეს ხეებიანი ნაწილი არის პირწმინდად გაჩეხვის რისკის ქვეშ, - ამბობს ადგილობრივი.