რეზონანსი
22.09.2024

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ აცხადებს, ხელისუფლება სახიფათო კანონს კოსმეტიკურად ცვლის. იუსტიციის მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც მედიას და არასამთავრობოებს ეხება. ცვლილების თანახმად, ამ ორგანიზაციებს დასაქმებულთა პირადი ნომრების წარდგენას აღარ მოსთხოვენ. ამის მიუხედავად, ბრეგაძის უწყება მათი საბანკო მონაცემებით ისევ ინტერესდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფასადური და წვრილმანი ცვლილებაა, რადგან საბანკო ინფორმაციის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოძებაა შესაძლებელი. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებებით რუსული კანონი ვერ გაკეთილშობილდება.

ეს კანონი არის რუსული. მისი გაკეთილშობილება მინისტრის ბრძანებებით ვერ მოხდება და იმდენად არგუმენტირებული ვიყავით სასამართლოში და იმდენად არგუმენტირებულია საქართველოს მოქალაქე, როდესაც ამ კანონს უწოდებს რუსულს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც გაიჭედა და ეტყობა,ხელისუფლების დავალებას ვერ ასრულებს აქამდე რომ არ გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება. ამიტომ, რაც არ უნდა გააკეთოს იუსტიციის მიინისტრმა, ეს იქნება ფასადური. პერსონალური მონაცემის დაცვა გულისხმობს, რომ ადამიანის იდენტიფიცირება იყოს შეუძლებელი და ყველას შეუძლია ადამიანის იდენტიფიცირება მისი საბანკო ანგარიშით და ორგანიზაციაში მუშაობით. რა მნიშნელობა აქვს, იქ პირადი ნომერი იქნება თუ არ იქნება, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი თამარ კორძაია. 

კანონში მინისტრ ბრეგაძის მიერ შეტანილ ცვლილებას  "ფარსს" უწოდებს ს"ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელიაც.

ეს არის ფარსის გამოხატულება, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განადგურებულიყო არასამთავრობო სექტორი, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ქვეყანაშ, რეალურად, თავისუფლება შეზღუდულიყო, ყველა მოქალაქეს და ყველა არასამტავრობო ერთეულს და ახლა ვითომდა დიდი სულგრძელობა გამოიჩინეს იმით, რომ ისინი აღარ ითხოვენ პირად ნომრებს. ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არსებითად არ ცვლის, - განაცხადა  გრიგოლ გეგელიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×