
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერის აშშ-ში ვიზიტი შედეგს ვერ გამოიღებს. მისი თქმით, "ოცნება", რომელიც ქართველი ხალხის ნებას ძალადობით დაუპირისპირდა, ამ "ამბიდან მშრალად ვერ გამოვა".
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს, ან ცხოვრების ბოლომდე სანქციების ქვეშ იყვნენ ან მოეგონ გონს და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ.
"ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის მკაფიოდ გამოხატული ნება არ გაითვალისწინებს, რომლებიც ამ ნებას დაუპირისპირდნენ ძალადობით, რომლებმაც ხელი აღმართეს ამ ქვეყნის მომავალზე, მათ ახალგაზრდებზე, ისინი მშრალად ამ ამბიდან ვერ გამოვლენ. ახლა ყველას, ვინც ემსახურება ოლიგარქს და ასრულებს მის უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ მითითებებს, რჩება არჩევანი, რა უნდათ, თავისი ცხოვრება სად უნდათ: უნდათ სანქცირებულთა ყუთში მოხვედრით, თვითონ, თავისი ოჯახებით, საიდანაც უკან ამოღება არ ხდება ადამიანების, თუ მოეგებიან გონს და გადმოვლენ ქართველი ხალხის მხარეს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.