რეზონანსი
22.09.2024

ქართული ღვინო გავიდეს მსოფლიო ბაზარზე, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს. ოპოზიციონერი ლიდერი იმ გზებზე საუბრობს, რომელიც ამ ამოცანის შესასრულებლად არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, ქართული ღვინის ბაზრების ათვისებაში სერიოზული ინვესტირება უნდა მოხდეს.

"ქართული ღვინო გავიდეს მსოფლიო ბაზარზე - ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად შეიცვალოს მიდგომა დაფინანსების, სუბსიდირების. გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, მეორე, ხარისხის აწევა. ნომერ პირველი ამოცანაა, რომ სუბსიდირების თანხა ერთ კილო ყურძენზე გაიზარდოს და ფასის მიხედვით ავიდეს 2 ლარამდე ერთ კილოგრამ ყურძენზე. მივაღწევთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ, რომ ღვინო იწყება ხარისხიდან, მივაღწევთ იმ სტანდარტს, რომელიც სჭირდება ძალიან დიდ ბაზარს, ეს არის ევროპული ბაზარი, სადაც ყველაზე ძვირად შეგვიძლია გავყიდოთ ქართული ღვინო და რაც ყველაზე მთავარია, საკმაოდ სერიოზული ინვესტირება უნდა მოხდეს ქართული ღვინის ბაზრების ათვისებაში", - ამბობს ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თელავი ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი უნდა გახდეს, სადაც პირდაპირი ფრენები იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×