რეზონანსი
22.09.2024

გავრხელდა აქამდე უცნობი კადრები - კესარია აბრამიძია მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს 18 სექტემბერს, უშუალოდ მკვლელობის დღეს, მობილურით ვიდეო გადაუღეს. იგი სწორედ იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ჯაიანი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას აპირებდა..

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ 26 წლის კაცი ამ ეტაპზე დაუდგენელ პირს ვიდეოზარით ესაუბრება.

"შაბათის ეთერის" წყარო აცხადებს, რომ ეს კადრები სათვალთვალო კამერიდან ამოღებული არ არის.

მაშინ ჩნდება ეჭვი, რომ ჯაიანს კადრები კონკრეტულმა პიროვნებამ მობილური ტელეფონით გადაუღო.

გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ გახდა ქუჩაში მიმავალი ბექა ჯაიანი კონკრეტული ადამიანის ინტერესის საგანი.

მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი დეტალი, წყაროს მიერ მოწოდებულ კადრებში ბექა ჯაიანს იდენტური ტანსაცმელი აცვია, რაც მას 18 სექტემბერს გადაღებულ კადრებში აცვია. საუბარია, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებზე, რომელიც "ტვ პირველმა" მკვლელობიდან მეორე დღეს მოიპოვა.

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×