რეზონანსი
21.09.2024

მხოლოდ „მილანის" ფეხბურთელებზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, ევროპაში და მსოფლიო ფეხბურთში ჩვენი სიტყვა ვთქვით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებენ „მილანის" ლეგენდები ჩვენი ეროვნული ნაკრების შესაძლებლობებს და წარმატებებს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია რომ ეს დამატებითი მოტივაციაა ისევ ჩვენი ნაკრებისთვის, იმ ახალგაზრდა გუნდისთვის, რომელმაც ამდენი სიხარული უკვე მოუტანა ქართველ გულშემატკივარს.

„დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ არ გავანელებთ სვლას, მონდომებას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ მთავარი წარმატებები კიდევ და კიდევ წინ გვქონდეს. შესაბამისი მიზანი გვაქვს დასახული - მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა.

პირველი ორი თამაში ერთა ლიგაზე წარმატებით დავასრულეთ. რა თქმა უნდა, მომავალშიც შევეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ როგორც ერთა ლიგის B დივიზიონი, აგრეთვე, წარმატებით ვიასპარეზოთ 2025 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

რა თქმა უნდა, ყველამ აღნიშნა ეს, პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებმაც აღნიშნეს, კაკამ, ზეედორფმა და მათმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა იბრაიმ ბამ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარი ავუბათ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთშია. არ ჩამოვრჩეთ და ის სვლა, რომელიც აღებული გვაქვს, არ გავანელოთ", - აღნიშნა დავით მუჯირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×