რეზონანსი
21.09.2024

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა. პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო პროგრამაში "ილიას გზა" გაწერილი აქვს საკუთარი გეგმა, თუ როგორ შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ამ გეგმის თანახმად განსაზღვრულია სპეციალური პუნქტები მეღვინეობა მევენახეობისთვის  რომელიც მოიცავს:  

1) ყველა კახელი მევენახისთვის 1 კილოგრამი ყურძნის ფასი მინიმუმ 1 ლარი იქნება, ხოლო ხარისხიანი ყურძნის მწარმოებლებისთვის სუბსიდიის ოდენობა 2 ლარს მიაღწევს.

2) ყურძნის ხარისხის ზრდასთან ერთად გაიზრდება ქართული ღვინის ხარისხი და საექსპორტო ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულება.

3) ქართული ღვინის ხარისხის ზრდისა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ფონზე, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, შემცირდება რუსულ ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება და გაიზრდება ექსპორტი ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. (2024 წლის 8 თვეში ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 69.1%-ია.)

4) ძლიერი საქართველო ხელს შეუწყობს მცირე მარნების კოოპერაციას, რომლებიც ყველაზე ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ, ეს მოიცავს მარკეტინგული, ლოჯისტიკის და ექსპორტის საკითხებში მხარდაჭერას, ასევე ამ კოოპერატივების საერთაშორისო ღვინის გამოფენებზე გაგზავნას.

ეს გეგმა და განვითარების ხედვა ძლიერი საქართ ელოს ლიდერებმა   ადგილობრივ მევენახეებს  გააცნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×