რეზონანსი
21.09.2024

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს", - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის მიდგომაში განსხვავებები არ არსებობს.

„მე განსხვავებებს არც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და არც მომავალ საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით ვხედავ. იმიტომ, რომ იქ საყოველთაოდ ცნობილი „საიდუმლო მმართველობა" მოქმედებს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×