რეზონანსი
21.09.2024

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის" ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ.

„ბლუმბერგის" ცნობით, „გამარჯვების გეგმა" ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას, 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე, უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.

მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა" გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში უნდა იყოს მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×