
მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს ტრამვაის დამატება და მტკვარზე საზოგადობრივი ტრანსპოტის მოძრაობის შექმნა საცობების განტვირთვაში ძალიან დაეხმარება.
მისი თქმით, მტკვარზე არის ძველი გაჩერებები, რომელთა რეაბილიტაცია ან ახლის გაკეთება რთული არ იქნება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტობუსის ზოლებს, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა ბვრ ქალაქშია ავტობუსის ზოლები და მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსმა უწყვეტად იმორაოს. როდესაც დასრულდება სატრანსპორტო დერეფნის გაკეთება, ჩვენ გვინდა რომ მოვითხოვოთ ტრამვაის დამატება და ავტობუსმა და ტრამვაიმ იმოძრან ერთ ზოლში.
ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროექტია მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მტკვარი არის ასათვისებელი. ძალიან მარტივად, შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იაროს მტკვარზე. ძველი გაჩერებებია, რომელთა რაბილიტაციაც და ახლის გაკეთებაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რათა უწყვეტ რეჟიმში იმოძრაოს ტრანსპორტმა და ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი",- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ გადაცემაში „თქვენი დრო".