რეზონანსი
21.09.2024

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ შტაბები ძალიან მალე მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებს სხვადასხვა საქნციებს დაუწესებს. თუ ასე მოხდა, ეს იქნება საბოლოო განაცხადი, რომ "ოცნების" პირობებში, საქართველოს ევროპული გზა და ამერიკასთან კავშირები დააკარგვინა.

„როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ აპრილში და მაისში ვამბობდით, სწორედ იმ კალენდრული დღის წესრიგით წავიდა სანქციების პოლიტიკა. ამერიკამ ჯერ მიიღო სამგზავრო სანქციები, შემდეგ უკვე დააწესა ფინანსური ტიპის სანქციები და ახლა მე მოველი, რომ ის ნამდვილად დააწესებს მაღალი პოლიტიკური რანგის პირებზე სხვადასხვა ტიპის სანქციებს, რაც იქნება საბოლოო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველომ ბოლომდე დაკარგა ევროპული გზა და დაკარგა ამერიკასთან კავშირები", - ამბობს გეგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×